logo_geo
ირმა სოხაძე: ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაში რაღაც პერიოდში იყო ცოტა გაგულგრილება, თუმცა...
- +

24 თებერვალი. 2019. 03:08

 

 

რას ნიშნავს ღალატი ირმა სოხაძისათვის და როგორ უყურებს ის ოჯახური თანაცხოვრების საკითხს - ამასთან დაკავშირებით ცნობილი მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ღალატი არის - „მე მჭირდები და შენს ჩემ გვერდით არ ხარ“, ანუ, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მივიღო და შენ ამ დროს ჩემთვის არ გცალია, არ ხარ ჩემი საყრდენი.  ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა არ მახსენდება, რომ ან მე ვჭირდებოდი რეზოს და მის გვერდით არ ვიყავი, ან ის მჭირდებოდა მე და ჩემს გვერდით არ იყო. ყოველთვის გვესმოდა ერთმანეთის და ახლა, მით უმეტეს, იმიტომ, რომ სამი მნიშვნელოვანი შემადუღაბებელი ფაქტორი გაჩნდა ჩვენს ცხოვრებაში - შვილიშვილები

 

მართლაც სიყვარულია ყველაფრის გადამრჩენელი. იყო ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრებაში გაჭირვებაც, უმუშევრობაც, შეფერხებები. ბევრი ოჯახი დანგრეულა ასეთ დროს და ვერ გაუძლიათ კატაკლიზმებისთვის. არიან ოჯახები და საბედნიეროდ, მათ რიცხვშია ჩემიც, რომელთა ურთიერთობებიც ასეთ დროს უფრო შედუღაბდა. მე და რეზო დიდი მეგობრები ვართ. რაღაც პერიოდი იყო ცოტა გაგულგრილება, სხვა თემების წამოწევა, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ ჩვენი ოჯახის სიმყარეს საფრთხე შექმნოდა“,- აღნიშნავს ირმა სოხაძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი