logo_geo
ქეთა თოფურია: ქმართან ჯერ გაშორებული არ ვარ!
- +

31 იანვარი. 2017. 20:08




A Studio-ს ქართველი სოლისტის, ქეთა თოფურიას შესახებ რუსული პრესა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რამდენიმე რუსული სააგენტო, მათ შორის, Life იტყობინება, მომღერალი რეპერ გუფისთან რომანტიკულ ურთიერთობაში გამოიჭირეს. საახალწლო არდადეგები წყვილმა ერთად ტაილანდზე გაატარა. 37 წლის ალექსეი დოლმატოვი და ჯგუფ A Studio-ს სოლისტი ერთ ვილაში დასახლდნენ. ქეთას ინსტაგრამის დავათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა რომ მომღერალს ქმრის არცერთი ფოტო აღარ უდევს. თავად მომღერალი რუსულ გამოცემასთან ქმართან გაშორების ფაქტს უარყოფს.


„ქმართან ჯერ გაშორებული არ ვარ", - პასუხობს თოფურია უცხოურ გამოცემას.


 

big_banner
არქივი