logo_geo
ნეკა დოროყაშვილი შეყვარებულია? – საყვარელი მამაკაცის სიურპრიზი კარანტინში მყოფ მოდელს
- +

9 ოქტომბერი. 2020. 00:17

 

 

ცნობილი ჩოგბურთელის შემდეგ სიყვარული, როგორც ჩანს, მისმა ყოფილმა მეუღლემაც იპოვა. ნახეთ რა სიურპრიზი გაუკეთა კარანტინტში მყოფ ნეკას მისმა შეყვარებულმა.

 

ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი კარანტინიდან სახლში დაბრუნდა. სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ მოდელმა სახლში გადაღებული ვიდეოები გამოაქვეყნა. მოდელი რამდენიმე დღე სასტუმრო „მონოგრაფში“ იმყოფებოდა, რადგან საფრანგეთსა და ჰოლანდიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მოდელი იქ გადაღებებზე იმყოფებოდა.

„მას შემდეგ, რაც ევროპიდან გრძელი მოგზაურობის შემდეგ დავბრუნდი, კარანტინში ყოფნა მიწევს, გამოკეტილი ვარ სასტუმრო ოთახში, ვიკეთებ პისიარ ტესტებს კორონავირუსზე. ეს რადიკალური ცვლილება ცოტათი სტრესულია, მაგრამ კარგი ისაა, რომ თუ ადამიანს შენზე ზრუნვა უნდა, ის ამას ნიუ-იორკიდანაც გააკეთებს. სასტუმროს საჭმელი კარგია, მაგრამ მე ახლა უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნიუ-იორკიდან ჩემთვის შეკვეთილი სუში. თუ ადამიანი შენთვის მნიშვნელოვანია, დისტანცია არაფერს ნიშნავს“, – დაწერა კარანტინში მყოფმა მოდელმა.

 

 

როგორც ჩანს, ქალმა სიყვარული იპოვა, ისევე, როგორც მისმა ყოფილმა მეუღლემ, რომელიც გერმანელ ჩოგბურთელზეა შეყვარებული.

 

 

სექტემბერში ნეკა დოროყაშვილმა 29-ე დაბადების დღე გრანდიოზულად, წვეულებით და უამრავი სტუმრით აუზიან სახლში აღნიშნა. როგორც ნეკას სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს, ქალმა უამრავი საჩუქარი მიიღო.

 

 

ცნობილი სკანდალის შემდეგ ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენისგან თავს იკავებდა, არც სოციალურ ქსელში აქტიურობდა. თუმცა ამჯერად, როგორც ჩანს, ნეკამ გადაწყვიტა საკუთარი ცხოვრების დეტალები სოციალური ქსელის მომხმარებლებს აღარ დაუმალოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი