logo_geo
ლოლა წერეთელმა საიდუმლოს ფარდა ახადა და ღიად განაცხადა, ვის გამო დაშორდა გიორგი წერეთელს
- +

9 ოქტომბერი. 2020. 16:36

 

 

 

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. ლოლა წერეთელმა საიდუმლოს ფარდა ახადა და ღიად განაცხადა, ვის გამო დაშორდა წყვილი

 

სარესტორნო მომღერალი ლოლა წერეთელი შეყვარებულია. ამის შესახებ მომღერალმა რადიო „არ დაიდარდოს” ეთერში „რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” განაცხადა. მომღერლის თქმით, მისი საყვარელი მამაკაცი ამჟამად საფრანგეთში იმყოფება და მის ნახვას პანდემიის გამო ვერ ახერხებს.

 

რაც შეეხება ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობას, ლოლა წერეთლის თქმით, მასთან არანაირი ურთიერთობა აღარ აქვს, მისმა ახალმა რჩეულმა კი გიორგის ექაუნთიდან ლოლა დაბლოკა.

 

 

ცნობილი სარესტორნო წყვილის ლოლა და გიორგი წერეთლების ოჯახი გასულ წელს დაინგრა. რაც შეეხება შემოქმედებით საქმიანობას, გიორგი მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ჩაანაცვლა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში ლოლა ამბობდა, რომ გიორგი არის მისთვის ადამიანი, რომელსაც ვერავინ ჩაანაცვლებს.

 

„აჩის აქვს ადგილი სიმღერაში, გიორგის როგორც ჰქონდა თავისი ადგილი სიმღერებში, ასე არის და იქნება“, – ამბობდა მომღერალი.

 

მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ 2014 წელს გადაწყვიტეს ურთიერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობს, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.

 

რამდენიმე თვის წინ გიორგი წერეთელმა საკუთარ დაბადების დღეზე, რომელსაც ქართული შოუ-ბიზნესი თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრებოდა, ყველას სიურპრიზი გაუკეთა და თავისი ცხოვრების ახალი სიყვარული თამილა მარეხაშვილი საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა. საყვარელ ქალს სიმღერაც მიუძღვნა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი