logo_geo
ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი მშობლები გახდნენ
- +

10 აპრილი. 2017. 21:35



გამოცემა People-ის ინფორმაციით, 30 წლის მოდელი ირინა შეიკი და ჰოლივუდის ვარსკვავი, მსახიობი 41 წლის ბრედლი კუპერი პირველი შვილის მშობლები გახდნენ. ირინამ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ იმშობიარა, თუმცა წყვილი მის შესახებ კომენტარს არ აკეთებს. უცნობია, ბავშვის სქესიც.



ჭორები მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი მოდელის ორსულობის შესახებ Victoria's Secret -ის შოუზე დადასტურდა, რომელზეც შეიკი მოზრდილი მუცლით გამოჩნდა, რითაც ორსულობა დაადასტურა.



ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი 2015 წლის გაზაფხულიდან ერთად არიან. 2016 წლის დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი დაინიშნა.


 

big_banner
არქივი