logo_geo
67 წლის ალა პუგაჩოვა საიდუმლოს ამხელს...
- +

13 აპრილი. 2017. 00:44



15 აპრილს რუსი პრიმადონა 68 წლის შეუსრულდება. თაყვანისმცემლები და კოლეგები აღნიშნავენ, რომ მომღერალი წინა წლებთან შედარებით ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ტყუპების დაბადების შემდეგ ალა პუგაჩოვამ წონაში დაიკლო. ასევე პრიმადონა ბოლო პერიოდში, ექსპერიმენტული სტილით გამოირჩევა.


მომღერალი აღიარებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა ზედმეტი კილოგრამების მოშორებას დიაბეტის გამო. საბედნიეროდ, ექიმმა იპოვა წამალი, რომელმაც ალა პუგაჩოვას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუმჯობესა.


„საიდუმლოს გაგიმხელთ: ისრაელში საუკეთესო აბებს ვიღებდი და დიაბეტისგან განვიკურნე. ასე რომ, წონაშიც დაკლება მოვახერხე", - ამბობს ალა პუგაჩოვამ


მან ასევე, თავის გარდერობზეც ისაუბრა.

 

„თუ სადმე ვარ წასასვლელი, ამას მე ძალიან მარტივად ვაკეთებ. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია სიტუაციაზე. ზოგჯერ თქვენ გარკვეული განწყობა უნდა შექმნათ.  მე ვათვალიერებ ტანსაცმელს, რის შემდეგადაც ვიღებ გადაწყვეტილებას: ეს ჩემთვის კომფორტული იქნება, რომლითაც არავის არ შევაშინებ. დღეს ეს მჭირდება? რატომაცა არა? ზოგჯერ კი ასეთი განწყობა მაქვს: „დღეს ჩემთვის ყველა შემაშფოთებელია, ამიტომაც ყველას გავაღიზიანებ და ისეთს ჩავიცმევ, რომ ყველას ვაფიქრებინო რა არის ეს?!" - აცხადებს ალა პუგაჩოვა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი