logo_geo
ლეონარდო დიკაპრიო ფილმში მერილ სტრიპის გაშიშვლებას ეწინააღმდეგებოდა: მითხრა, აუცილებელია, ეს აჩვენოო? - კადრს მიღმა დარჩენილი უჩვეულო ამბავი
- +

14 დეკემბერი. 2021. 18:31

 

 

ლე­­ნარ­დო დი­კაპ­რი­­სა და მე­რილ სტრი­პის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის ფილ­მი, „Don’t look up“ კი­ნო­თე­ატ­რებ­ში 24 დე­კემ­ბერს გა­მო­ვა უნი­ჭი­ე­რე­სი მსა­ხი­ო­ბე­ბით დატვირთუ­ლი ფილ­მის რე­ჟი­სო­რის, ადამ მა­კე­ის თქმით, დი­კაპ­რიო მე­რილ სტრი­პის შიშვე­ლი სცე­ნის გა­და­ღე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. მისი აზ­რით, 72 წლის ჰო­ლი­ვუ­დის ვარსკვლა­ვი, ზედ­მე­ტად პა­ტივ­სა­ცე­მი მსა­ხი­ო­ბია იმის­თვის, რომ კა­მე­რის წინ გაეშიშვლები­ნათ.

ფილმში სამ­გზის ოს­კა­რო­სა­ნი მე­რილ სტრი­პი პრე­ზი­დენტ ჯენი ორ­ლე­ა­ნის როლს თამაშობს და ერთ-ერთ სცე­ნა­ში ის  შიშ­ვე­ლია, თუმ­ცა უკა­ნა ხე­დი­თაა გადაღებუ­ლი.

 

დი­კაპ­რიო ამ სცე­ნის გა­და­ღე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. თა­ვად რე­ჟი­სორ­მა „Guardian“-თან ინტერ­ვი­უ­ში მე­რი­ლი „უში­შარ“ ადა­მი­ა­ნად და­ა­ხა­სი­ა­თა.

 

ლე­ოს­თვის მე­რილ სტრი­პი კი­ნოს სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე დი­დე­ბუ­ლი ადა­მი­­ნია. მის­თვის ის კი­ნოს ის­ტო­რი­­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ფი­გუ­რას წარ­მო­ად­გენს“, - ამ­ბობს ადამ მა­კეი.

 

 

მა­კ­კეი ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ „ლეოს არ მო­ე­წო­ნა სტრი­პის უკა­ნა ტან­ზე ტატუთი ხილ­ვა. მან მსგავ­სი რა­ღაც მი­თხრა: „აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ეს აჩ­ვე­ნო ფილმში?“ მე კი ვუ­პა­სუ­ხე: „ეს პრე­ზი­დენ­ტი ორ­ლე­ა­ნია და არა მე­რილ სტრი­პი“.

 

დი­კაპ­რიო ათწლე­უ­ლე­ბია მე­რილ სტრიპს იც­ნობს. პირ­ვე­ლად ისი­ნი 1996 წლის ფილმ „მარ­ვი­ნის ოთა­ხის“ გა­და­ღე­ბებ­ზე შეხ­ვდნენ, სა­დაც მე­რი­ლი დი­კაპ­რი­ოს პერ­სო­ნა­ჟის დედის როლს ას­რუ­ლებ­და.

 

დი­კაპ­რიო „E!“-ს წინა კვი­რას იმა­შიც გა­მო­უ­ტყდა, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მე­რილ სტრიპთან ერ­თად ყოფ­ნი­სას, მთე­ლი სამ­სა­ხი­ო­ბო შე­მად­გენ­ლო­ბა ნერ­ვი­უ­ლობ­და: შან­სი მოგ­ვე­ცა, რომ მსოფ­ლი­­ში სა­­კე­თე­სო მსა­ხი­ობ­თან ერ­თად გვე­მუ­შა­ვა. ყვე­ლა თი­თის წვერებ­ზე ვი­ყა­ვით და ვცდი­ლობ­დით, მის­თვის ფეხი აგ­ვე­წყო“, - ყვე­ბა დი­კაპ­რიო.

 

 

big_banner
არქივი