logo_geo
ლიკუნა ქორქია დაქორწინდა - ვინ არის მოდელის რჩეული
- +

15 დეკემბერი. 2021. 12:20

 

 

მომხიბვლელი დები, ლიკუნა და ანი ქორქიები, წლების წინ ტელეეკრანებზე ხშირად ჩანდნენ, თუმცა, ბოლო დროს ისინი საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებიან და არც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან.

 

როგორც „პრაიმტაიმი“ წერს, ლიკუნა ქორქია 6 თვის წინ დაქორწინდა, თუმცა ამის შესახებ ამ დრომდე მხოლოდ მისმა ახლობლებმა იცოდნენ. ლიკუნა ქორქიას რჩეული კომპანიის „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელია.

„დიახ, მე და მიხეილ ხიდურელმა ვიქორწინეთ. არ ვარ აქტიური სოციალურ ქსელებში, არც ბევრ ადგილას დავდივარ და ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის ეს ამბავი არ გასაჯაროებულა. ჩვენი ქორწინების შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იცოდნენ და ასე ნელ-ნელა ვრცელდება ჩვენი ამბავი, თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ეს ვინმეს აინტერესებს. ვცხოვრობთ ერთად და ბედნიერად. სულ ესაა, რაც შემიძლი გითხრათ. არ მიყვარს პირად თემაზე საჯაროდ საუბარი“ - თქვა ლიკუნა ქორქიამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი