logo_geo
ჯონი დეპი ემბერ ჰერდს ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის
- +

12 აპრილი. 2022. 23:39

 

 

ჯონი დეპი ისევ სასამართლოში უჩივის თავის ყოფილ ცოლს, ემბერ ჰერდს, რომელიც მას ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დეპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ჰერდმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიზანიც დეპის კარიერის განადგურება იყო. ისინი სასამართლოს მოწმეთა ჩვენებებს, ფოტოებსა და სხვა მასალას წარუდგენენ.

დეპს ყოფილი ცოლისგან ცილისწამებისთვის 50 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის მიღება სურს. პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მას დეპიც და ჰერდიც დაესწრებიან.

ემბერ ჰერდი და ჯონი დეპი 2016 წელს დაქორწინდნენ, შემდეგ კი ჰერდმა ყოფილი ქმარი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამ ბრალდების შემდეგ მედიაში დეპზე ნეგატიური მასალები გამოქვეყნდა. ამისი დეპმა გამოცემა The Sun-ს უჩივლა, რომელშიც ის მოიხსენიეს როგორც კაცი, რომელიც ცოლს ცემს. მსახიობმა სასამართლო პროცესი წააგო.

2021 წელს კი სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დეპის საჩივარი, რომელიც ცოლს სიცრუეში და საქველმოქმედო თანხების გაფლანგვაში დაადანაშაულა. სკანდალის გამო დეპმა დაკარგა როლები „ფანტასტიკურ ცხოველებსა“ და „კარიბის ზღვის მეკობრეებში“.

 

 

big_banner
არქივი