logo_geo
"ის ვეგეტარიანელია და ძალიან უყვარს სანელებლები და მწვანილი." - როგორ ინარჩუნებს ნაომი კემპბელი სასურველ ფორმას
- +

13 აპრილი. 2022. 00:02

 

 

შეფ-მზარეული შონ ჯონი რამდენიმე რესტორნის მფლობელია. იგი ათ წელზე მეტია ნაომი კემპბელთან მუშაობს. მისი თქმით, მოდელმა რაციონიდან გამორიცხა რძის პროდუქტები, გლუტენის შემცველი პროდუქტები და ხორცი.

 

 

 

”მას სახლში აქვს საკუთარი პროდუქტები და კერძები, მაგრამ დღეში ერთხელ მე ვამზადებ ჯანსაღ ლანჩს. ნაომი ვეგეტარიანელია. მას ძალიან უყვარს სანელებლები და მწვანილი. კერძს გემო უნდა ჰქონდეს, ამიტომ არ ვამარილებ და არც ზედმეტად ცხარეს ვაკეთებ. არამედ სხვადასხვა სანელებლის დახმარებით გემრიელ კერძებს ვუმზადებ“, - ამბობს ჯონი.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ მოდელი არასოდეს უკვეთავს კერძებს მისი რესტორნებიდან."ნაომი ძირითადად ამბობს: "მოამზადე რამე, მაგრამ არა ის, რაც მენიუში გაქვს". ასე რომ, ეს ყოველთვის შემოქმედებითი პროცესია“.

ასევე, ჯონი ამზადებდა საკვებს ნაომის სხვა ქვეყნებში გაფრენის დროს, რადგან ის თვითმფრინავში არსებულ საჭმელს არ ჭამს.

 

 

big_banner
არქივი