logo_geo
„დეპმა ტანსაცმელი შემოახია ბართან შებოჭა და სექსუალურად იძალადა მასზე" - სასამართლოს ახალი დეტალები
- +

13 აპრილი. 2022. 21:54

 

 

ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სკანდალური ისტორია გრძელდება, არც მათ სასამართლო პროცესს უჩანს დასასრული. ყოფილი ცოლ-ქმარი დღეს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს სასამართლო პროცესზე.

ჯონი დეპმა დღევანდელ სხდომაზე ახალი სარჩელი შეიტანა. ამბერ ჰერდს პრესაში ტყუილის გავრცელებისთვის და რეპუტაციული ზიანის მიყენებისთვის უჩივის.

ასევე ჰერდის ადვოკატმა დღეს ახალი დეტალები გააჟღერა.

"ჰერდს საშინელი ამბები გადახდა. დეპმა ტანსაცმელი შემოახია, ბართან შებოჭა და ლიქიორის ბოთლით სექსუალურად იძალადა მასზე". – ამბობს ჰერდის ადვოკატი

დეპის ადვოკატები ბრალდებას უარყოფენ. მათი თქმით ჰერდმა თავად ესროლა არყის ბოთლი ქმარს და ამის დამადასტურებელი სამედიცინო ოქმიც არსებობს.

 

 

"ეს საქმე დღეს არ დაწყებულა. 2016 წლიდან დღემდე ქალბატონ ჰერდს არ უხსენებია სექსუალური ძალადობის შესახებ, მან იცის რომ წააგებს ამ დავას და ამიტომ იტყუება. ბატონი დეპისთვის მსგავსი რამ არავის დაუბრალებია ჰოლივუდში". – ამბობს დეპის ადვოკატი.

რაც შეეხება სკანდალური წყვილის ჩაცმულობას, ემბერს ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა, ჯონი კი ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, რომლსაც თეთრი ჰალსტუხი შეუხამა.

2018 წელს ჰერდმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მოგვიანებით გამოცემამ The Sun დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა

დეპს არაერთხელ უთქვამს, რომ ამბერი სცემდა და საბოლოოდ ორივე გამოხატავდა ფიზიკურ ძალადობას ერთმანეთის მიმართ. საქმე ძალიან ჩახლართულია და ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა.

შეგახსენებთ, ჰერდი და დეპი 2012 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთის. ამავე პერიოდში დეპმა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება დაიწყო. მიუხედავად ამისა, ჰერდი 2015 წელს მას ცოლად გაყვა, თუმცა 2016 წელს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც ქმარმა შვიდი მილიონი დოლარი გადაუხადა. 2018 წელს, გამოცემაში Washington Post ჰერდმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ოჯახში ძალადობაზე ისაუბრა. დეპმა სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივლა და გამოაქვეყნა ფოტოები, რომელშიც თვითონ აქვს დალურჯებული სახე და სხვა დაზიანებები.

58 წლის ჯონი დეპისა და 35 წლის ამბერ ჰერდის შესახებ ფილმს გადაიღებენ, ამის შესახებ Discovery+ იუწყება. ფილმი არცერთის მხარეს არ დაიჭერს, უბრალოდ მათ ურთიერთობის დეტალებს შევიტყობთ და რეჟისორი თავად მოგვცემს აზრის გამოტანის საშუალებას.

 

 

big_banner
არქივი