logo_geo
„ შიშველი ჯაკუზიში ვიწექი და ვნებივრობდი ბენმა უეცრად მუხლი მოიყარა ჩემ წინაშე“ - ჯენიფერ ლოპესი
- +

13 აპრილი. 2022. 22:45

 

 

უკვე მსოფლიო მიხვდა რომ ჯენიფერ ლოპესის მსგავი ქალბატონის დავიწყება არც 17 წელშია შესაძებელი. როგორც ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია ბენ აფლეკმა ჯეილოს ხელი სთოხვა, პაპარაცებმა სავაჭრო ცენტრში უზარმაზარი მწვანე ბრილიანტის ბეჭდით შენიშნეს და მას შემდეგ დაიწყო ფაქტების დაზუსტება.

ჯენიფერმა ერთ-ერთ გამოცემასთან ღიად ისაუბრა, იმ მომენტზე როდესაც ბენ აფლეკმა ხელი სთხოვა...

„მე მას ვუთხარი, შემოდი ძვირფასო, ამ დროს შიშველი, ქაფიან ჯაკუზიში ვიწექი და ვნებივრობდი, მან უეცრად მუხლი მოიყარა ჩემ წინაშე, მე მეტყველების უნარი წამერთვა, შემდეგ უიშვიათესი, მწვანე ბრილიანტის ბეჭედი ამოიღო და წარმოთქვა, ყველაზე მთავარი კითხვა... გამომყვები ცოლად? ბენმა იცის, რომ ჩემი საყვარელი ფერი მწვანეა, ამ ფერს ჩემთვის იღბალი მოაქვს, მე ძალიან ბედნიერი ვარ, მე ის ძალიან მიყვარს “, ჰყვება გამოცემასთან , ბედნიერი ჯენიფერი.

 

რაც შეეხება მწვანე ბრილიანტს, რომელიც ბენმა აარჩია 8.5 კარატიანია და მისი ფასი 5 მილიონ დოლარს აჭარბებს და შესაძლოა 10 მილიონსაც შეადგენდეს. წინა ნიშნობის ვარდისფერი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც 2002 წელს აჩუქა ბენმა 6.1 კარატს შეადგენდა. როგორც ხედავთ ყველაფერი გააუმჯობესა ბენმა...

 

 

big_banner
არქივი