logo_geo
ჰეილი ბიბერი სელენა გომესისა და ჯასტინ ბიბერის დაშორების გამო ფანების მხრიდან კვლავ ბულინგის მსხვერპლია
- +

13 აპრილი. 2022. 22:55

 

 

ჰეილი ბიბერმა Tiktok-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ადამიანები მუდმივად ავიწროებენ და სოციალურ ქსელში თითქმის ყველა პოსტზე შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერენ. ამით აიძულებენ, სულ ახსოვდეს სელენა გომესის სახელი და გვარი.

"ეს ვიდეო მათთვისაა, ვინც კომენტარებში ყოველ ჯერზე წერთ, როცა რამეს ვდებ. დამანებეთ თავი. მე ჩემს საქმეზე ვზრუნავ. არაფერს ვაკეთებ, არაფერს ვამბობ. მარტო დამტოვეთ, გთხოვ. საკმარისი დრო გავიდა, რომ თავი დამანებოთ. გემუდარებით. ეს ჩემი ერთადერთი თხოვნაა. იყავით უბედურები სხვაგან, გთხოვთ." - ამბობს მოდელი.

ჰეილი ბიბერმა პირდაპირ არ დაასახელა, თუმცა სელენა გომესის ფანები იგულისხმა, რომლებიც მუდმივად გამოხატავენ უკმაყოფილებას წყვილის დაშორების გამო და მთავარ დამნაშავედ ჰეილი გამოჰყავთ.

 

 

სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი რამდენიმე წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რამდენჯერმე დაშორდნენ და კვლავ განაახლეს ურთიერთობა. მაგრამ, საბოლოოდ 2018 წელს დაშორდნენ. სელენასთან დაშორებიდან რამდენიმე თვეში ბიბერმა ჰეილის ცოლობა სთხოვა, ორი თვის შემდეგ კი დაქორწინდნენ.

 

სელენა გომესმა ბიბერთან ურთიერთობას "ტოქსიკური" უწოდა და არაერთხელ თქვა, რომ ძალიან გაუჭირდა დაშორება. დაშორების შემდეგ იგი დიდხანს დეპრესიას ებრძოდა, მოგვიანებით კი ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. მომღერალმა ასევე წამოიწყო საკუთარი პროექტი, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლადაა შექმნილი.

 

 

big_banner
არქივი