logo_geo
ჟილეტი და ვინტაჟური ქამარი - ბელა ჰადიდის ყოველდღიური სტილი
- +

14 აპრილი. 2022. 22:53

 

 

ბელა ჰადიდი ყველაზე მოდური გოგონაა, რომელსაც მხოლოდ ჰეილი ბიბერს შევადარებთ. მისი სურათების მიხედვით, შეგიძლიათ უსაფრთხოდ შევადგინოთ ყველაზე აქტუალური გარდერობი და ყოველი მისი გამოსვლა მოდის მიმდევრებისთის შთაგონებაა.

 

გუშინ, 13 აპრილს, ბელა ნიუ-იორკში დააფიქსირეს. მისი დღის სტილისთვის , სუპერმოდელმა აირჩია თეძოებზე მმდგარი ჯინსი, რომელზეც შემოარტყა ოქროსფერი მოცულობითი ქამარი - იშვიათი კრისტიან დიორის ვინტაჟური კოლექციიდან. ტოპად ჰადიდს თეთრი მაისური და ზემოდან ტვიდის ჟილეტი ეცვა, რომელშიც ელეგანტურად გამოიყურებოდა. სახე დაასრულა პითონის ტყავის ლოფერებით, რომლებიც იდეალურად ემთხვეოდა მის 00-იანი წლების შთაგონებას.

 

 

 

 

big_banner
არქივი