logo_geo
Destiny’s Child-ის ჩაცმულობაზე ბიონსეს დედა ზრუნავდა
- +

15 აპრილი. 2022. 00:34

 

 

20 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც Destiny’s Child-მა ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე წარმატებული ალბომი, Survivor გამოუშვა, შემოქმედებასთან ერთად ჯგუფი, გულშემატკივარ გოგონებში განსაკუთრებით, მათი სტილით და მოდური ჩაცმულობით დიდ გავლენას ახდენდა. ისინი ხშირად ერთნაირი სამოსითაც გამოდიოდნენ და ეს ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ საკუთარი უნიფორმა ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ისეთი ბენდები, როგორიცაა Blackpink და Fifth Harmony ხშირად სტილის შთაგონებას სწორედ ამ ლეგენდარული ჯგუფისგან იღებენ.

იუხედავად იმისა, რომ გოგონების ჯგუფმა რამდენიმე ნაკადი გამოიცვალა, ყველაზე ცნობილი წევრები ბიონსე, კელი როულენდი და მიშელ უილიამსი არიან.

 

 

ცოტამ თუ იცის, რომ კოსტუმების დიზაინზე ბიონსეს დედა, თინა ნოულსი ზრუნავდა. სწორედ ის არჩევდა გოგონებისთვის ამ დაუვიწყარ სამოსს და ხშირად საკუთარი ხელითაც კერავდა მათ. როგორც თინა ნოულსი ამბობს, მისი მუზები ლეგენდარული გრეის ჯოუნსი და ქუინ ლატიფა იყვნენ.

ასევე ბიონსეს დედა თმის კარგი სტილისტია, და სანამ ბიონსე ცნობილი პოპვარსკვლავი გახდებოდა თავადაც მუშაობდა სილამაზის სალონში. თინას გოგონებისთვის ვარცხნილობა არაერთხელ გაუკეთებია და რჩევებსაც არ იშურებდა მათთვის.

ნოულსმა აღიარა, რომ მაშინ ძალიან რთული იყო გოგონებისთვის კოსტუმებისა და კაბების შოვნა, რადგან 90-იან და 2000-იან წლებში, ფერადკანიანი, ჯერ კიდევ შეუმდგარი მომღერლების ჩაცმულობაზე ზრუნვა არც თუ ისე ბევრ დიზაინერს სურდა. ამიტომ თინა ნოულსს სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა ემოქმედა და საქმე საკუთარ თავზე აიღო.

Destiny’s Child-ის გაბედულობამ და ექსტრავაგანტულმა სტილმა ისეთი ტრენდები დაამკვიდრა, რომელიც დღესაც აქტუალურია.

 

 

big_banner
არქივი