logo_geo
სერიალის „ემილი პარიზში“ ვარსკვლავები უკრაინის მხარდასაჭერად ლურჯ და ყვითელ ფერებში ჩნდებიან
- +

16 აპრილი. 2022. 23:34

 

 

მსახიობები ლილი კოლინზი და ეშლი პარკი, რომლებიც ცნობილია სერიალით "ემილი პარიზში", ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ში Paley Fest-ს დაესწრნენ. მსახიობებმა უკრაინის მხარდაჭერა უკრაინის დროშის ფერის სამოსით გადაწყვიტეს. ლილი კოლინზს ეცვა ღია ცისფერი კოსტიუმი, რომელიც შედგებოდა მინი ქვედაბოლოსგან და ბლეზერისგან . იმავდროულად, ეშლი პარკი გამოჩნდა კაშკაშა ყვითელი ბადისებრ ორეულში მისი ეკრანული გმირის, მინდი ჩენის სტილში. მათმა სამოსმა ლურჯ და ყვითელ ფერებში უმალ საზოგადოების ყურადღება მიიპყრეს.

 

 

big_banner
არქივი