logo_geo
ფსიქოლოგმა განაცხადა, რომ ჯონისა და ამბერს თანაცხოვრების პერიოდში "ორმხრივ ძალადობას" ჰქონდა ადგილი
- +

20 აპრილი. 2022. 21:56

 

 

ვირჯინიის შტატში გრძელდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი მსახიობი ჯონი დეპი თავის ყოფილ ცოლს, ამბერ ჰერდს შორის დავას დასარული არ უჩანს, ორივე მხარის მოსმენის შედეგად შეიძ₾ება უფრო მტკიცედ ვიფიქროთ რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს სცემდა, იმასაც ვარუდობენ, რომ წყვილს ერთმანეთის მიმართ ლტოლვა ისევ აქვს და ვერ პატიობენ ერთმანეთს ძალადობას. ახლა მათი შეხვედრის ადგილი სასამართლოა და დროსთან ერთად კიდევ უფრო რთულია დამნაშავის პოვნა...

პროფესიით კლინიკურმა ფსიქოლოგმა, ლორელ ანდერსონამ განაცხადა, რომ წყვილის თანაცხოვრების პერიოდში "ორმხრივ ძალადობას" ჰქონდა ადგილი.

თერაპევტის თქმით, ბავშვობაში ორივე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. ჯონი დეპი ათწლეულების განმავლობაში საკუთარ თავზე კონტროლს ინარჩუნებდა, მაგრამ ამბერ ჰერდი ის ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც მას "ძველი ტრავმა გაუღვიძა".

 

 

სასამართლო პროცესზე დეპის პირადმა ექიმმა, დევიდ კიპერმა ჩვენება მისცა.

 

კიპერის თქმით, ერთ-ერთი ჩხუბის დროს ჰერდმა ქმარს ბოთლი ესროლა, რომელიც დეპს ხელში მოხვდა. დეპმა დახმარებისთვის ექიმს მიმართა, დათვალიერების დროს კიპერმა აღმოაჩინა, რომ მსახიობს თითის ნაწილი მოჭრილი ჰქონდა. თითის ნაწილი წყვილის პირადმა მზარეულმა იპოვა და საავადმყოფოში მიიტანა. დეპს თითის შესანარჩუნებლად ოპერაციის გაკეთება მოუწია.

დეპმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ ახალი სასამართლო სარჩელი შეიტანა, მოგების შემთხვევაში ჰერდს მსხვილი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავის თქმით, ჰერდთან ურთიერთობაში ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი.

 

 

big_banner
არქივი