logo_geo
ვიქტორია ბექჰემის რომანტიკული დაბადების დღე
- +

21 აპრილი. 2022. 01:29

 

 

ვიქტორია ბექჰემი 17 აპრილს 48 წლის გახდა და დაბადების დღე ახლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა. მან წვეულებიდან ფოტოები გააზიარა თავის ინსტაგრამზე. ოჯახმა დაბადების დღე ფლორიდაში აღნიშნა, სადაც ბრუკლინ ბექჰემის ქორწილი გაიმართა.

 

 

ერთ-ერთი პირველი, ვინც ვიქტორიას მიულოცა, იყო ქმარი დევიდ ბექჰემი:გილოცავ დაბადების დღეს საუკეთესო მეუღლეს, დედას და ბიზნესმენს. წარმატებულ დღეს გისურვებ, რადგან შენ ამას იმსახურებ. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხარ. დაწერა ინსტაგრამზე დევიდმა და გაავრცელა ფოტო, სადაც ჩამავალი მზის ფონზე მეუღლეები ერთმანეთს კოცნიან. ცოლის დაბადების დღის საპატივცემულოდ, ბექჰემმა სოციალურ ქსელში რამდენიმე საარქივო ოჯახური ფოტოც გამოაქვეყნა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი