logo_geo
როგორ ცხოვრობს მოდელი, რომელსაც ბოიფრენდმა სახეში მჟავა შეასხა - მან 300-ზე მეტი ოპერაცია გადაიტანა
- +

22 აპრილი. 2022. 01:22

 

 

კეიტ ფაიფერი ყოველთვის ოცნებობდა, ცნობილი სახე გამხდარიყო. სამწუხაროდ, პოპულარობა მას სულ სხვა რამემ მოუტანა - ის ყოფილი ბოიფრენდის მსხვერპლი გახდა, რომელმაც სახეზე მჟავა შეასხა... დღეს კეიტი 36 წლისაა და მშობლიურ ბრტანეთში ნამდვილი ვარსკვლავია.

მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლები უბრალო მოხელეები იყვნენ, გოგონამ იცოდა, რომ რაღაც მეტისთვის იყო დაბადებული და ცხოვრებაში ბევრისთვის უნდა მიეღწია.20 წლის იყო, როცა მშობლიური ქალაქიდან ლონდონში გაემგზავრა, რათა შოუ-ბიზნესში კარიერა დაეწყო. მას წარმატების ყველა შანსი ჰქონდა - კასტინგებზე პროდუსერებს ყოველთვის მოსწონდათ მისი კანდიდატურა."ვფიქრობდი, რომ ჩემი გზა, ჩემი ადგილი ვიპოვე, ყველაფერი გამომდიოდა", - იხსენებს კეიტი ამერიკულ გამოცემა Harper's Bazaar-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. 2008 წელს კი მოდელის ცხოვრებამ გეზი საშინელი მიმართულებით იცვალა - ის უბრალოდ, ქუჩაში მიდიოდა, როცა უცნობი მიუახლოვდა და სახეში მჟავა შეასხა.მოგვიანებით დამნაშავე მისი ყოფილი შეყვარებულის, სპორტსმენ დენიელ ლინჩის მეგობარი აღმოჩნდა.

იმ საღამოს დენიელმა გოგონა პაემანზე დაპატიჟა, რათა წარსული შეცდომები გამოესწორებინა.ფაიფერმა მიპატიჟება მიიღო, რაც ძალიან უცნაური ჩანს, რადგან მანამდე დენიელმა ცემა და გააუპატიურა გოგონა. კეიტი საავადმყოფოში მოიყვანეს გონს, თუმცა შიშის გამო მაშინ მოძალადის ვინაობა არ გაამხილა...ლინჩთან ურთიერთობის დაწყებამდე ისიც იცოდა კეიტმა, რომ ნასამართლევი იყო და მათ შორის, სახეში მდუღარის შესხმის საქმეზეც.

 

 

დენიელმა მეგობართან ერთად შეადგინა კეიტის სამუდამო დამახინჯების გეგმა. ფიქრობდნენ, რომ თავიანთი ზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალებოდნენ, თუმცა საშინელი გეგმა ბოლომდე ვერ შესრულდა - ბოროტმოქმედები დააკავეს და სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯეს.კეიტმა 12 დღე კომაში გაატარა...

 

 

big_banner
არქივი