logo_geo
ჰეილი ბიბერს მიკრო ინსულტის შემდეგ გულის ოპერაცია ჩაუტარდა: "ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი მომენტი
- +

28 აპრილი. 2022. 23:33

 

 

ჰეილი ბიბერმა აღიარა , რომ მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც მცირე ინსულტის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეტალები მოდელმა YouTube-ზე გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში გააზიარა.

 

მისი თქმით, საუზმის დროს თავი ცუდად იგრძნო - იგი ინსულტის სიმპტომებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

“ხუთშაბათს დილით ქმართან ერთად ვსაუზმობდი და დამეწყო ინსულტის მსგავსი სიმპტომები. გადამიყვანეს საავადმყოფოში და ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ჩემს ტვინში პატარა სისხლის კოლტი ჩამოყალიბდა, რამაც გამოიწვია ჟანგბადის უმნიშვნელო ნაკლებობა. ეს ნამდვილად ყველაზე საშინელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში“ - .თქვა ჰეილიმ.

მოდელს მოუწია გულის ოპერაცია ჩაუტარებია ოვალური ხვრელის დახურვისთვის. ექიმების თქმით, ეს შეიძლება ყოფილიყო მიკროინსულტის მიზეზი.

 

ჰეილის თქმით, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

 

“ახლა შვებას ვგრძნობ, რომ ყველაფრის გარკვევა და ამ პრობლემის მოგვარება შევძელით. შემიძლია დავივიწყო ეს საშინელი სიტუაცია და უბრალოდ ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით“ -აღნიშნა ჰეილიმ.

 

ჰეილი ბიბერმა დასძინა, რომ მთელი ამ სიტუაციის განმავლობაში, მისი ოჯახი და ქმარი ჯასტინ ბიბერი მას მხარს უჭერდნენ. მოდელმა საზოგადოებაში გამოჩენა ჰოსპიტალიზაციის შემდეგ რამდენიმე კვირაში დაიწყო და რამდენიმე ღონისძიებაზე გამოჩნდა - მათ შორის ქოაჩელას ფესტივალზე და გრემის მუსიკალურ დაჯილდოებაზე.

 

 

big_banner
არქივი