logo_geo
ჯენიფერ ლოპესმა და ბენ აფლეკმა ლოს ანჯელესში სახლი იყიდეს
- +

2 მაისი. 2022. 00:04

 

 

ვარსკვლავურმა წყვილმა, რომელსაც ფანებმა ბენიფერი შეარქვეს, ლოს ანჯელესში. 1800 კვ.მ. ფართის სახლი შეიძინა.

 

 

სახლი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, ბელ-ეირში მდებარეობს. ადრე ტეხესელ მილიარდერს, ტოდი ლემკინს ეკუთვნოდა. როგორც ტაბლოიდები იუწყებიან, ბიზნესმენმა სახლი 50 მლნ დოლარად გაყიდა, თუმცა თავდაპირველი ფასი 65 მლნ დოლარი იყო.

 

 

ახალ სახლში წყვილის განკარგულებაშია უზარმაზარი მისაღები დიდი ბუხრით, ოთხი სამზარეულო, სასადილო, 10 საძინებელი, 17 აბაზანა და ფართო გარდერობის ოთახები. სახლში ასევე არის სახლის კინოთეატრი, სათამაშო ოთახი, სატრენაჟორო დარბაზი, ღვინის მარანი და, რა თქმა უნდა, აუზი.

 

 

 

 

big_banner
არქივი