logo_geo
ნინა ჭაბუკიანის დახვეწილი და განუმეორებელი სტილი
- +

2 მაისი. 2022. 19:34

 

 

გაიცანით ნინა ჭაბუკიანი - ამჟამად მოდის სახლის ANOUKI-ის კომერციული დირექტორი.

 

მოდის ინდუსტრიით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა, როცა დედას, მოდელს ნათია შელეგიას ჩვენებებზე დაყვებოდა. ბავშვობა ბექსტეიჯში გაატარა და იქ ეზიარა მოდის სამყაროს მიმზიდველ ბრწყინვალებას. ნინა სილამაზის მიმართ დამოკიდებულება ჯერ კიდევ იმ წლებში ჩამოყალიბდა, დღეს კი მის განუმეორებელ სტილში აისაება - სადაც ერთმანესთს ერწყმის გემოვნება, სტილის შეგრძება და ტანსაცმლის ესთეტიკური აღქმა. ამას ემატება Fashion მენეჯმენტის შესწავლა მილანსა და პარიზში. ამდენად მის სტილს ამაგრებს პროფესიონალური ცოდნა.

 

გაგაცნობთ ნინას არაჩვეულებრივ სტილს, რომელიც შთაგაგონებ. სხვადასხვა სიტუაციებისთვის - ეს იქნება საქმიანი გარემო თუ წვეულება, შეგიძლიათ თვალდახუჭულად ენდოთ. ნინა მარადიული კლასიკის ერთგულია - მსუბუქად თავისუფალის და ამაღლებულის.

 

ნინას შერჩეული კსტიუმები ბრენდის ANOUKI-ს კოლექციიდან „მისს ანუკი“-დანაა.

 

ლუქი 1

 

კაბა ულამაზესი ყვავილებს პრინტით - ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული სამოსია. ნინას არჩევანი თამამად შეგიძლიან მოირგოთ ყველდღიურ გარემოშიც და თამამად აქციოთ გამოსასვლელ ლუქადაც. შიშველი მხრები და ე.წ. „კლოში“ ქვედაბოლო სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

 

 

ლუქი 2

 

გიპიურის ქსოვილი, რომელიც სხეულზე მომჯდარია და კაბა ორიგინალური დეკოლტეთი ნებისმიერ სიტუაციას დაამშვენებს. ნინა ლუქს ასრულებს თმაზე მოზრდილი აქსესუარი და კლასიკური ფეხსაცმელი, რაც ზედმიწევით ქალურ, ელეგანტურ სტილს კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

 

 

 

 

ლუქი 3

 

მბრწყინავი ქსოვილის ორეული - თვალისმომჭრელი და ელეგანტური წვეულების ვარსკვლავად გაქცევთ. თუკი გნებავთ უმალ მოექცეთ ყურადღების ცენტრში და იყოთ თვალისმომჭრელი. ამავდროულად მსუბულად გაუსვატ ხაზი საქმიანი ქალის იმიჯსაც.

 

 

 

 

ლუქი 4

 

ეს გახლავთ ნიმუში როგორ აირჩიოთ კლასიკური ორეული და თავისუფალ სტილად აქციოთ - ამას შეძლებთ ერთი შტრიხით, როცა კლასიკური ქვედაბოლოს, ან შარვლის ნაცვლად აირჩევთ შორტს. ასე თქვენ დარჩებით კლასიკური იერის ჩარჩოში, ამავდროულად იქნებით თანამედროვე, თავისუფალი შტრიხით.

 

 

 

 

big_banner
არქივი