logo_geo
ბელა ჰადიდის პროვოკაციული კაბა Met Gala-ს აფთერ ფართიზე
- +

3 მაისი. 2022. 21:18

 

 

ბელა ჰადიდის გამოჩენა Met Gala-ს შემდგომ წვეულებაზე, ყველაზე გულწრფელი და პროვოკაციული იყო. 25 წლის მოდელი ღონისძიებაზე ვიქტორიანული ეპოქის სტილში დახვეწილი შავი ტოტალური ლუქით გამოჩნდა.

 

 

ბელას ეცვა კორსეტი უკანა მხარეს მაქმანებით და ძალიან ღრმა დეკოლტეთ. მოდელის მკერდს მხოლოდ პაწაწინა ნაქარგი ყვავილები ფარავდა. ქვედაკაბის ნაცვლად - მოირგო გამჭვირვალე მაქმანი და ბადე კრისტალებით. გამჭვირვალე წინდები, ქუსლიანი ღია ფეხსაცმელი, მინიატურული ჩანთა და დიდი საყურეები ავსებდა თეატრალურ სამოსს. ბელას იერს ასრულებდა მოცულობითი ვარცხნილობა გრძელი

 

 

თმით და ნათელი მაკიაჟით, აქცენტით ვარდისფერ რუჟზე.

 

 

big_banner
არქივი