logo_geo
კრის ბრაუნმა ყოფილ შეყვარებულს, რიანას შვილის დაბადება მიულოცა
- +

20 მაისი. 2022. 19:38

 

 

კრის ბრაუნმა ყოფილ შეყვარებულს, რიანას შვილის დაბადება მიულოცა, ეს ყოველივე სოციალური ქსელის, ინსტაგრამ სთორის საშუალებით შეგვატყობინა, რომ მის ყოფილს, რომელთანაც სკანდალური ურთიერთობა აკავშირებდა, ახლა მისი ბედნიერება ახარებს. კრისმა 13 მაისს, როდესაც ცნობილი გახდა რიანას მშობიარობის შესახებ, საკმაოდ ოპერატიულად ერთ-ერთმა პირველმა გამოაქვეყნა ფოტო სთორიზე, სადაც სამი ემოჯი გამოიყენა: ორსული ქალი, გული და მლოცველი ხელები.

 

 

ასევე, 2018 წელს როდესაც რიანა 30 წელი შეუსრულდა კრისმა მაშინაც ინსტაგრამ პოსტით მიულოცა დაბადების დღე და ინსტაგრამზე რიანას ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით, "დაბადების დღეს გილოცავ, რიანა".

 

კრის ბრაუნიის და რიანას ურთიერთობა მრავალი წელი იყო ტაბლოიდების სასაუბრო თემა, თუმცა ახლა რადგან დიდი დრო გავიდა შეგახსენებთ მათ ისტორიას.

 

მათ ურთიერთობა 2007 წელს დაიწყეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ბრაუნმა რიანაზე ფიზიკურად იძალადა, წყვილი დაშორდა. 2012 წელს ისინი ერთმანეთს კვლავ დაუკავშირდნენ, თუმცა ურთიერთობა არ აღდგენილა.

 

 

2009 წლის 8 თებერვალს, რიანას ლოს-ანჯელესში გრემის 51-ე საღამოზე უნდა ემღერა, თუმცა მისი გამოსვლა ჩაიშალა, რადგან დაჯილდოებამდე გამართული წვეულების შემდეგ მას კრის ბრაუნმა საკუთარ მანქნაში სცემა.

 

რიანასთვის საავადმყოფოში გადაღებული ფოტოებმა მედიაში გაჟონა, რომლებზეც ჩანდა მომღერლის სახეზე მიყენებული დაზიანებები.

 

ბრაუნი 2009 წლის 5 მარტს დააპატიმრეს. მას 5 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯა

 

 

big_banner
არქივი