logo_geo
ბრიტანულმა პროკურატურამ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი
- +

26 მაისი. 2022. 20:16

 

 

დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის სამი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

 

ბრალდება სექსუალური შევიწროების ოთხ ეპიზოდზე საუბრობს, დაზარალებულებად კი სამი მამაკაცი სახელდება. ორი ეპიზოდი 2005 წლით, ერთი - 2008 წლით, ერთი კი 2013 წლით თარიღდება.

 

62 წლის მსახიობს ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

 

big_banner
არქივი