logo_geo
სელენა გომესი თუ ჰეილი ბიბერი? - თაყვანისმცემლების მუდმივი შერკინება იმაზე, თუ რომელი გოგონა გამოიყურება უკეთესად
- +

29 მაისი. 2022. 01:00

 

 

მიუხედავად იმისა, რომ სელენა გომესისა და ჯასტინ ბიბერის ურთიერთობა დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა, თაყვანისმცემლები ამ ურთიერთობის გახსენებას და ჰეილი ბიბერთან შედარებას არ წყვეტენ. მეტიც, ხშირად სელენა გომესის ფანები ჰეილის სოციალურ ქსელში თავს ესხმიან და მათი საყვარელი წყვილის დაშორებაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ახალგაზრდა სუპერმოდელი აღნიშნავს, რომ ჯასტინისა და გომესის ურთიერთობის დასრულება მას არ უკავშირდება. პარალელურად, არაერთი შედარებითი სურათები ქვეყნდება და მუდმივადაა განხილვა, რომელი გოგონა უკეთესად გამოიყურება.

 

ჰეილი ბიბერი თანამედროვე თაობის სტილის სიმბოლო, ქუჩის სტილის ვარსკვლავი და ბევრი ცნობილი ბრენდის წარმომადგენელია. ვარსკვლავს აქვს სტილის შესანიშნავი გრძნობა, რომლის დემონსტრირებასაც არ წყვეტს. ჰეილი იდეალურად აერთიანებს დიდი ზომის სვიტერებსა და ტყავის შარვალს, მოდურ ჩექმებს მასიური ძირებით და ტრენდული პალტოებით, მაგრამ წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავი ქალურ, მაცდუნებელ კაბებს ანიჭებს უპირატესობას.

 

 

 

 

 

სელენა გომესი შედარებით იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. ვარსკვლავმა ბოლო ინტერვიუში აღიარა, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მან სოციალური ქსელების გამოყენებაზეც კი უარი თქვა. ბოლო წლებში წონის პრობლემაც ჰქონდა და ამაზე თავად საუბრობდა, თუმცა სელენა ყოველთვის შეუდარებლად გამოიყურება. რაც მთავარია, თაყვანისმცემლებს გოგონა მისი უშუალობისა და სიკეთის გამო ყველაზე მეტად უყვართ.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი