logo_geo
ჯონი დეპის ადვოკატმა სოციალური ქსელი აალაპარაკა - ვინ არის კამილა ვასკესი, რომლის ვიდეოსაც მილიონობით ნახვა აქვს
- +

29 მაისი. 2022. 01:38

 

 

ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესში თითქმის მთელი მსოფლიოა ჩართული. გარდა კონფლიქტისა და დავისა, ბოლო დროს საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთმა დეტალმა მიიქცია - ეს დეპისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაა. კამილა ვასკესი ძალიან მოკლე დროში გახდა ინტერნეტვარსკვლავი და ჯონი დეპთან ერთად ახლა მასაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ინფორმაციას პოპულარული იურისტის შესახებ BBC ავრცელებს:

 

37 წლის იურისტი კალიფორნიიდანაა. მან პროცესზე გამოვლენილი გონებამახვილობისა და "დაუნდობელი იურიდიული სტილის" გამოვლენისთანავე ბევრი ფანი გაიჩინა. ვასკესი მაღალპროფილური საადვოკატო ფირმის თანამშრომელია.

 

ის სასამართლო და საარბიტრაჟო საქმეების სპეციალისტია და ცილისწამების საქმეებში მოსარჩელეების წარმომადგენლობაზეა ფოკუსირებული. 2021 წელს ის "საყურადღებო“ ადვოკატადაც დაასახელეს.

 

ორდღიანი ჯვარედინი დაკითხვის შემდეგ კამილამ ჰერდი იმ ფოტოების გაყალბებაში დაადანაშაულა, სადაც ამბერის დალურჯებული სხეული ჩანს.. ჰერდის მტკიცებით, ეს დალურჯებები ჯონი დეპის ძალადობას ამტკიცებდა. ვასკესმა ჰერდის კარიერული წინსვლაც ნაწილობრივ დეპს მიაწერა: "ჯონი დეპმა მიგაღებინათ "აკვამენში“ როლი, ხომ ასეა?!", - მიმართა ამბერ ჰერდს დეპის ადვოკატმა.

 

ზოგი კრიტიკოსის აზრით, ვასკესი ქალების უფლებებს არღვევს, რადგანაც მას არ სჯერა "მსხვერპლი ქალის", თუმცა საზოგადოების ნაწილი კამილას აქებს "ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მამაკაცის დაცვისას გამოჩენილი სიმამაცისთვის."

 

 

big_banner
არქივი