ავტორი მარიამ კვინიკაძე
უკვე რამდენიმე წელია, მსახიობი დაკოტა ჯონსონი Coldplay-ის სოლისტს, კრის მარტინს ხვდება, მაგრამ მათ ერთად იშვიათად შეხვდებით. საქმე იმაშია, რომ წყვილს არ უყვარს ურთიერთობის რეკლამირება და გარეთ გასვლა – სამაგიეროდ, სახლში ან ახლო მეგობრების წრეში დროის ერთად ატარებენ. დღეს პაპარაცებმა ნიუ–იორკში სასეირნოდ გამოსული წყვილის გადაღება შეძლეს.
დაკოტა და კრისი ბედნიერები ჩანდნენ - ვარსკვლავები ერთმანეთს ეხუტებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთ ფერში იყვნენ გამოწყობილი: მომღერალმა აირჩია პრინტიანი მაისური, მსახიობმა კი მსგავსი ფერების ზედა და პერანგი.