logo_geo
90-იანები და მშვენიერი მონიკა ბელუჩი Victoria's Secret-ის სარეკლამო კამპანიაში
- +

12 ივნისი. 2022. 00:11

 

 

"პირველი შვილი 40 წლის ასაკში შემეძინა, მეორე 45 წლის.„ ბონდში“ ვითამაშე 50 წლის ასაკში. და აღარასოდეს ვიქნები 20 წლის. როცა ახალგაზრდა ხარ, la beauté du diable ("ეშმაკის სილამაზე") გაქვს - ამბობენ ფრანგები. სილამაზე, რომელსაც ვერ აცნობიერებ, მაგრამ როცა 50 წლის ხარ, შენში სხვანაირი სილამაზე იბადება, ის გაძლევს ძალას და ეს ძალა არ არის დაკავშირებული სილამაზესთან."

 

 

Victoria's Secret დიდი ხანია, ასოცირდება ბრენდის „ანგელოზებთან“ - ადრიანა ლიმასა და ალესანდრა ამბროსიოსთან, მაგრამ იცოდით, რომ შორეულ ოთხმოცდაათიან წლებში მსახიობმა, მონიკა ბელუჩიმ ქალის საცვლების ბრენდის რეკლამირებაც მოახერხა? ჩვენ ახლახან წავაწყდით სურათებს ამ კამპანიიდან, გაოგნებულები დავრჩით იტალიელი ქალის სილამაზით და მაშინვე მოგვინდა თქვენთვის ეს ფოტოები გაგვეზიარებინა!

 

 

 

Victoria's Secret-ის ბრენდი ძალიან უყვარს მილიონობით გოგონას მთელს მსოფლიოში. და არა მხოლოდ ლამაზი მაქმანებიანი საცვლებისთვის და ბრენდირებული ატლასის პიჟამებისთვის, არამედ კაშკაშა შოუებისთვის, რომლებსაც ბრენდი მრავალი წელია აწყობს. კენდის სვეინპოლი, ჟიზელ ბუნდჰენი, ადრიანა ლიმა, როზი ჰანტინგტონ-უაიტლი და სხვა ლამაზმანები, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ Victoria's Secret-ის ჩვენებებში, ახლა სამუდამოდ ატარებენ ბრენდის "ანგელოზების" ტიტულს.

 

 

 

თუმცა, სანამ ეს ვარსკვლავები Olympus-ზე გამოჩნდებოდნენ, ბრენდი მასებში წარმატებით გაავრცელეს მდიდრული ფორმების მქონე სხვა ვარსკვლავებმა. Victoria's Secret-ის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სარეკლამო კამპანია იყო მონიკა ბელუჩის მონაწილეობით. მსახიობმა 1991 წელს თეთრეულის ბრენდის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და ახლა ამ სურათებს თვალს ვერ მოაშორებ!

 

 

big_banner
არქივი