logo_geo
სერიალიდან დაწყებული ურთიერთობა, რომელიც რეალურადაც გაგრძელდა - რეიჩელისა და როსის სიყვარულის უცნობი ისტორია
- +

12 ივნისი. 2022. 01:46

 

 

მსახიობებმა, ჯენიფერ ენისტონმა და დევიდ შვიმერმა ერთმანეთი საკულტო სერიალის, "მეგობრების" გადასაღებ მოედანზე გაიცნეს, სადაც რეიჩელ გრინის და როს გელერის როლები შეასრულეს. 2021 წლის "მეგობრების" სპეციალურ გადაცემაში, რომელიც HBO Max-ისთვის გადაიღეს, შვიმერმა აღიარა, რომ ამ როლზე დათანხმებას თავდაპირველად არ აპირებდა, თუმცა, სერიალის შემქმნელმა, დევიდ კრეინმა მისი დათანხმება მოახერხა. შედეგად კი მან ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი პერსონაჟი შექმნა.

 

 

1994 წლის 22 სექტემბერს "მეგობრების" 1990-იანი წლების საკულტო სერიალის პრემიერა NBC-ზე შედგა და მაყურებლის წინაშე ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეკრანული წყვილი გამოჩნდა: როსი და რეიჩელი დღემდე უამრავი ადამიანის საყვარელი წყვილია, მათზე წლების განმავლობაში იქმნება სხვადასხვა ხუმრობა, სოციალური ქსელების მიმები და სახალისო ვიდეოები.

 

 

2004 წლის 6 მაისს, 10 სეზონის შემდეგ სერიალი დამთავრდა. როსისა და რეიჩელის ისტორია კი ბედნიერად დასრულდა. ფინალში რეიჩელი პარიზში გადასასვლელად ემზადება სამუშაოს შეთავაზების გამო. როსი კი მიხვდება, რომ შეყვარებულია და მისი გაშვება არ უნდა. აეროპორტში გაიქცევა, სიყვარული აუხსნის და სთხოვს, არ წავიდეს. რეიჩელი კი მაინც ჩაჯდება თვითმფრინავში და თითქოს, ყველაფერი სრულდება... თუმცა, არა, ყველაფერი კი დასრულდა, მაგრამ ბედნიერად, რადგან რეიჩელმა გამგზავრება ვერ შეძლო და როსს სიყვარულში თავადაც გამოუტყდა.

 

 

2021 წლის 27 მაისს ჯენიფერმა და დევიდმა აღიარეს, რომ პირველ სეზონებში მათ ერთმანეთი რეალურად უყვარდათ, მაგრამ სრულყოფილი ურთიერთობის შესაქმნელად არაფერი გააკეთეს. "პირველ სეზონში ჯენი ძალიან მიყვარდა და ვფიქრობ, რაღაც მომენტში ორივე შეყვარებულები ვიყავით." - თქვა შვიმერმა. მსახიობმა დაამატა, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობებს არ გამოხატავდნენ, რადგან მარტო არ იყვნენ. "ეს თითქოს ორ პოლუსს ჰგავდა, რადგან ერთ-ერთ ჩვენგანს ყოველთვის ჰქონდა სხვა ურთიერთობა და ამ ზღვარს პატივს ვცემდით." - თქვა შვიმერმა. ენისტონმა კი რეიჩელისა და როსის პირველი კოცნა გაიხსენა და თქვა, რომ რეალური გრძნობაც თავიანთ გმირებს დაუტოვეს.

 

"მახსოვს, პირველი-ორი წელი, როდესაც რეპეტიციებს შორის შესვენებები გვქონდა, იყო მომენტები, როცა დივანზე ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვფიქრობდი, როგორ ვერავინ ხვდებოდა, რომ ერთმანეთი მართლა გვიყვარდა." - აღნიშნა ჯენიფერმა. სერიალის სხვა მსახიობებმა კი თქვეს, რომ ამ ურთიერთობის შესახებ იცოდნენ, თუმცა ხმამაღლა არ საუბრობდნენ.

 

 

2021 წლის 9 აგვისტოს, ანონიმურმა ინსაიდერებმა ბრიტანულ გამოცემა Closer-ს განუცხადეს, რომ ჯენიფერი და დევიდი ერთმანეთს ხვდებოდნენ და რომ მათ ძველი, რომანტიკული ურთიერთობა გაახსენდათ და ჩათვალეს, რომ სწორედ ახლა იყო შესაფერისი დრო. ამ ინფორმაციით გახარებულმა ფანებმა სოციალურ ქსელებში უამრავი თბილი სიტყვა დაწერეს, თუმცა მსახიობებს ფაქტი არ დაუდასტურებიათ.

 

2021 წლის სექტემბერში, ენისტონმა Entertainment Tonight-თან ინტერვიუში თქვა, რომ ეს ინფორმაცია აბსოლუტური ჭორი იყო: "ვერ ვიჯერებდი. ის ჩემი მეგობარია, მაგრამ ამ ყველაფრის მესმის. მსგავსი სიტუაციები გვიჩვენებს, თუ როგორ იმედოვნებენ ადამიანები თავიანთი ფანტაზიებისა და ოცნებების ახდენას."- თქვა მან. ცოტა ხნის წინაც ასე მოხდა, როცა ის და მისი ყოფილი ქმარი ბრედ პიტი წვეულებაზე დააფიქსირეს და მაშინვე დაიწყეს საუბარი, რომ წყვილი შერიგდა. თუმცა, არც ეს ინფორმაცია დაუდასტურებია რომელიმეს ოფიციალურად.

 

 

big_banner
არქივი