logo_geo
ჯენიფერ ლოპესს მასზე გადაღებულ ფილმში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ
- +

14 ივნისი. 2022. 22:54

მერიკელ მომღერალ ჯენიფერ ლოპესს მასზე გადაღებულ ფილმში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ. ნეტფლიქსის შექმნილ დოკუმენტურ ნამუშევარში Halftime მომღერალი თავისი კარიერის მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებს. სახელიდანაც ცხადია, რომ ფილმში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო Super Bowl-ის შოუზე გამოსვლას.

"თითოეულს ექვსი წუთი გვქონდა. ერთი სიმღერისთვის მხოლოდ 30 წამი იყო განკუთვნილი, ხოლო თუ წუთს აიღებდი, მორჩა, მარტო 5 წუთი რჩებოდა. და ყველა სიმღერის ჩასმა ვერ მოვახერხეთ. ჩვენ-ჩვენი მომენტი უნდა გვქონოდა. Super Bowl-ზე ორი ადამიანის გამოსვლა ყველაზე საშინელი აზრი იყო." – ამბობს ჯეილო დოკუმენტურ ფილმში.

ამას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი წერდა, რომ შაკირას საწინააღმდეგო ნათქვამად აღიქვა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მსგავსი დისკომფორტის მიუხედავად დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შოუ სწორედ ამ ორმა ვარსკვლავმა შექმნა.

big_banner
არქივი