logo_geo
ჯონი დეპს კვლავ სასამართლო პროცესი ემუქრება
- +

17 ივნისი. 2022. 01:46

ახლახან, 58 წლის მსახიობმა, ყოფილ მეუღლესთან, ემბერ ჰერდისთან სასამართლო პროცესი მოიგო, მაგრამ მას კვლავ მოუწევს თავის დაცვა. ჯონი დეპს კვლავ ძალადობაში ადანაშაულებენ და ამჯერად არა ქალი, არამედ მამაკაცი კოლეგა. სასამართლო პროცესი ახლოვდება და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსახიობი გაექცეს პასუხისგებას, რადგან საეჭვო რეპუტაცია ჩამოყალიბდა მასზე წლების განმავლობაში ყოფილ მეუღლესთან სასამართლო დავის შედეგად.

ახალ სარჩელში, გრეგორი ბრუკსი, 2018 წლის ფილმის, "სიცრუის ქალაქის" მენეჯერი ამტკიცებს, რომ დეპმა მას გადასაღებ მოედანზე მუშტი დაარტყა. მართალია, ის მსახიობს ადანაშაულებს არა დასახიჩრებაში, არამედ "ემოციური სტრესის გამოწვევაში". ბრუკსი ასევე უჩივის ფილმის რეჟისორს და პროდიუსერებს, რადგან მათ უგულებელყვეს ინციდენტი, მოგვიანებით კი დაარწმუნეს, უარი ეთქვა პოლიციაში განცხადების შეტანაზე.

მენეჯერის თქმით, ერთ დღეს რეჟისორმა, ბრედ ფურმანმა სთხოვა, გადაეცა დეპისთვის, რომ გადაღებები დასრულდა. გადასაღებ მოედანზე დეპს უკვე ჰქონდა გარკვეული რეპუტაცია, ამიტომ ბრუკსმა არჩია, ეს ინფორმაცია დაცვის თანამშრომლის მეშვეობით გადაეცა. თუმცა დეპმა მას წინ გაუსწრო, აგინა და ჰკითხა, ვინ იყო. როდესაც ბრუკსმა სიმართლის თქმა დაიწყო, მსახიობი გაბრაზდა და მუშტი პირდაპირ სახეში დაარტყა, რამაც გამოიწვია საპასუხო რეაქცია. ჩხუბში ჩაერივნენ დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც განრისხებული დეპი მსხვერპლს ჩამოაცილეს.

პირველი შეხვედრა 25 ივლისს შედგება. ცნობილია, რომ დეპს დაიცავს მისი ერთგულ იურისტთა გუნდი, იგივე პროფესიონალები, რომლებიც მუშაობდნენ ჰერდის საქმეზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კვლავ ვიხილავთ მსახიობის თაყვანისმცემლების საყვარელ კამილ ვასკესს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მკვეთრად უარყო რომანტიკული ურთიერთობა ვარსკვლავ კლიენტთან. შეგახსენებთ, რომ ფილმში „სიცრუის ქალაქი“ დეპი თამაშობს დეტექტივს, რომელიც იძიებს რეპერ The Notorious B.I.G.-ის მკვლელობას, რომელიც 1997 წელს ლოს-ანჯელესის ქუჩაში მოკლეს. აღსანიშნავია, რომ ეს მსახიობის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია, რადგან სწორედ 2018 წელს, ოჯახში ძალადობის შესახებ ემბერ ჰერდის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ჯონი დეპის კარიერა დაიმსხვრა. ყოფილთან სასამართლო დავის პროცესში, დეპი მყისიერად მოხვდა ჰოლივუდის "შავ სიაში". მან დაკარგა ჯეკ ბეღურას როლი მომავალ "მეკობრეებში" და ბოროტმოქმედი გრინდელვალდის როლი - "ფანტასტიკურ მხეცებში".

big_banner
არქივი