logo_geo
ბელა ჰადიდმა პარიზის სასტუმროს აივანზე ფოტოსესია მოიწყო
- +

8 ივლისი. 2022. 10:06

ბელა ჰადიდმა აჩვენა თავისი პოზირების უნარი პარიზის სასტუმროს ლუქსში. 25 წლის ამერიკელი ტოპ მოდელი პიკანტური სახით გამოჩნდა.

 

„Balenciaga“-ს შოუს შემდეგ ბელა სასტუმროში დასასვენებლად წავიდა. მოდელის გვერდით მისი შეყვარებული მარკ კოლმენი იყო, ვინც ბოლო დროს უამრავ ფოტოს უღებს პირადი არქივისთვის.

 

ვარსკვლავი დარჩა ისეთივე ვარცხნილობით, როგორიც იყო შოუში. მას დიდი ზომის მეტალის სათვალე ეკეთა. ჰადიდმა აირჩია შეჭრილი თეთრი ზედა, მოცულობითი ბლეზერი, დაბალწელიანი ფართო ჯინსი და წვეტიანი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

 

ბელას თაყვანისმცემლები აღფრთოვანებულები იყვნენ სურათებით. „იდეალური პოზები!“, „ბელა, შენ ლამაზი ხარ ამ უცნაურ სათვალეშიც კი“, „მშვენიერი მუცელი!“, „ვოცნებობ, რომ ასეთი სტილის ტანსაცმელი მომერგოს“, „პოზირებული ქალღმერთი“, - წერდნენ თაყვანისმცემლები კომენტარებში.

 

 

 

big_banner
არქივი