logo_geo
კიმ კარდაშიანი „Allure“-ს გარეკანისთვის ინტერვიუში: შევეგუე, რომ არ ვარ სრულყოფილი. მძულს ჩემი ხელები
- +

8 ივლისი. 2022. 19:07

 

 

გარეკანზე კიმ კარდაშიანი მისი ბრენდის, SKIMS ბოდეთი და გრძელი ქერა ნაწნავითაა წარმოდგენილი. როგორც განაცხადა, თავს გარეგნულად სრულყოფილად არ თვლის, თუმცა დიდ ძალისხმევას დებს იმისთვის, რომ კარგად გამოიყურებოდეს. მან დაამატა, რომ სრულყოფილებისკენ სწრაფვის მიუხედავად, პირველ ადგილზე ჯანმრთელობას აყენებს.

„მე შევეგუე იმ ფაქტს, რომ არ ვარ სრულყოფილი. მძულს ჩემი ხელები, ნაოჭიანი და უხეშია, მაგრამ მე ვიცხოვრე ჩემი ცხოვრებით. ამ ხელებით ვუცვლიდი საფენებს და ამ ხელებით ვიხუტებდი ჩემს ჩვილებს, ასე რომ, მათთან კარგად ვარ“. კიმმა დაამატა, რომ სურს გამოიყურებოდეს მისი ასაკის შესაბამისად. „ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალგაზრდად გამოვიყურებოდე და ვიგრძნო თავი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ მესმის განსხვავება თავის მოვლასა და იმ არაჯანსაღ დონეს შორის, სადაც მეჩვენება, რომ საერთოდ არ ვბერდები. მე ვარ 41 წლის და მინდა გამოვიყურებოდე ბუნებრივად. დგება მომენტი, როცა ძალიან შორს მიდიხარ - ბევრი ფილერი, ზედმეტად დაჭიმული კანი, სახეზე ბევრი კოსმეტიკური პროცედურის კვალი. ამაზე უარესი არაფერია“.

 

თუმცა მან განმარტა, რომ თავად არ იყენებდა ფილერებს და მის სახეზე მხოლოდ ცოტა ბოტოქსია. კარდაშიანმა აღიარა, რომ თავის მოვლა იოლი არ არის, მით უმეტეს, თუ ბავშვები გყავს. ის მოვლის პროცედურებს ღამით იტარებს, როცა ყველა იძინებს. მიუხედავად ბრალდებებისა, რომლებიც მას მერილინ მონროს კაბის ჩაცმის გამო, წონაში დაკლებისთვის საყვედურობენ, არ სჯერა, რომ მან დაადგინა „სილამაზის არარეალური და მიუწვდომელი სტანდარტები“.

„თუ ამას გავაკეთებ, ეს მიღწევადია. სილამაზის მრავალი განსხვავებული სტანდარტი არსებობს, მაგალითად: გვენ სტეფანი, ჯენიფერ ლოპესი, მერილინ მონრო. სილამაზეს ასე არასდროს მივუდგები - ხედავ მათ ტელევიზორში ან ჟურნალებში და ირჩევ, ვინ გინდა იყო?! არა, იყავი შენი თავი და იპოვე სილამაზე ყველაფერში. მე რომ ვშიმშილობდე და რამე მართლაც არაჯანსაღს ვაკეთებდე, დამეთანხმებით, რომ ეს ცუდი მაგალითი იქნებოდა, მაგრამ მე მყავდა დიეტოლოგი, მყავდა ტრენერი. უფრო მეტი წყალი ცხოვრებაში არ დამილევია. რატომღაც ვერ ვხედავ სხვების კრიტიკას, როცა როლებისთვის წონაში იკლებენ, გენიოსებად ითვლებიან“.

 

 

კიმ კარდაშიანმა აღნიშნა, რომ ქერა თმით თავს განსხვავებულად გრძნობს: Met Gala-მდე რეალითი ტელევიზიის ვარსკვლავი ქერა გახდა.

„მე სხვა ენერგია მაქვს, როცა ქერა ვარ, სულ სხვა ადამიანი ვარ. უფრო გაბედული ვარ, უფრო თავდაჯერებული ვარ, როცა ქერა ვარ". ახლა კიმ კარდაშიანი პარიზში მოდის კვირეულზეა, სადაც „Balenciaga“-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. დარბაზში რეალითი შოუს ვარსკვლავს მხარს დედა კრის ჯენერი და უფროსი ქალიშვილი ნორთი უჭერდნენ.

 

 

big_banner
არქივი