logo_geo
დემეთ ოზდემირმა ჯან იამანისა და მათ გარშემო გავრცელებული ჭორების შესახებ პირველად ისაუბრა
- +

10 ივლისი. 2022. 19:29

 

 

ჯან იამანი ამ დროისთვის ყველაზე სასურველი თურქი მსახიობია, რომელსაც ბევრ რომანს მიაწერენ ხოლმე, მაგრამ ჯანი მარტოა და როგორც ჩანს, ყველაზე სერიოზული ურთიერთობა ასევე თურქ მსახიობ დემეთ ოზდემირთან ჰქონდა, რომელთან ერთადაც სერიალ „ნაადრევ ფრინველში“ ითამაშა.

 

აქამდე წყვილს ოფიციალური კომენტარი არასდროს გაუკეთებია, თუმცა ცოტახნის წინ დემეთმა აღნიშნა, რომ ის ჯანის ტემპერამენტსა და ხასიათს ვერ შეეგუა, რის გამოც ერთმანეთს დაშორდნენ და მეგობრებად დარჩნენ.

 

მსახიობის განცხადებას მისი ფანები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ წყვილს სასიყვარულო რომანი ჰქონდა, თუმცა ჯანმა დემეთს გული გაუტეხა, რის გამოც დაშორდნენ.

 

„მადლობა, რომ შენი სულის ყოველი ნაწილი გამიზიარე, დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ძვირფასო" - დემეთ ოზდემირის სასიყვარულო ცხოვრება და ემოციური წერილი საქმროს.

 

 

big_banner
არქივი