logo_geo
59 წლის დემი მურმა საცურაო კოსტიუმების კოლექცია წარმოადგინა
- +

11 ივლისი. 2022. 15:08

 

 

დემი მური გახდა ლოს-ანჯელესში დაფუძნებული საცურაო კოსტიუმების ახალი ხაზის სარეკლამო კამპანიის გმირი. ჰოლივუდის მსახიობი არა მხოლოდ მოდელის როლს ასრულებდა, არამედ უშუალო მონაწილეობას იღებდა კოლექციის შექმნაში.

„დიდი სიხარული ვიგრძენი ამ კოლექციის შექმნით. იმედი მაქვს, მთელ მსოფლიოში ქალებს ისევე მოეწონებათ, როგორც მე“.

 

ვარსკვლავისთვის, რომელიც გასულ ნოემბერს 59 წლის გახდა, ეს პირველი გამოცდილებაა. დემის თქმით, სტილის შექმნისას მან ყურადღება გაამახვილა როგორც თანატოლებზე, ასევე მისი ქალიშვილების ასაკის ახალგაზრდა ქალებზე (დაახლოებით 30 წლის).

Demi Moore x Andie კოლექცია მოიცავს საცურაო კოსტიუმების 10 მოდელს. ზომები მერყეობს XS-დან 3XL-მდე. ყველა ქსოვილი შეიცავს გადამუშავებული მასალების ნაწილს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი