logo_geo
ზენდეია აპირებს, „Euphoria“-ს ერთ-ერთი სერია თავად გადაიღოს
- +

12 ივლისი. 2022. 13:59

 

 

„Euphoria“-ს ვარსკვლავს, ზენდეიას, რომელიც გამორჩეული და ნიჭიერი მსახიობია, ახალი პროფესიის ათვისება სურს, და ეს - რეჟისორობაა.

 

სასიხარულო ამბავი კი მის საკულტო სერიალს, „Euphoria“-ს უკავშირდება, ზენდეიას სურს, რომ ერთ-ერთი სერია სწორედ თავად გადაიღოს, მას აქამდეც შესთავაზეს რეჟისორობა, თუმცა, რადგან თავადაც მონაწილეობდა, ვერ შეძლო პასუხისმგებლობის აღება.

 

„ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან „Euphoria“-ს მე-2 სეზონის მე-6 ეპიზოდი მე უნდა გადამეღო, შემდეგ კი გაირკვა, რომ თან უნდა მეთამაშა კიდეც. ასე რომ, რეჟისორობისთვის საკმარისი დრო აღარ მქონდა და სერიალის გადაღება ვერ მოვახერხე. მინდოდა, რომ ყველაფერი სწორად გამეკეთებინა და ამისთვის დროც მქონოდა. იმედია, ამას მომავალ სეზონში შევძლებ“, - ამბობს ზენდეია.

 

როგორც ჩანს, სერიალის რეჟისორები მსახიობებს საშუალებას აძლევენ, უფრო მეტად იყვნენ ჩართულები და მეტი გამოცდილებაც მიიღონ, ეს ყოველივე კი სერიალში საერთო იდილიას ქმნის.

 

 

big_banner
არქივი