logo_geo
კიმ კარდაშიანის თქმით, მას სახეზე მხოლოდ ბოტოქსი აქვს გაკეთებული
- +

12 ივლისი. 2022. 16:05

 

 

კიმ კარდაშიანს სოციალურ ქსელში კვლავ უმოწყალოდ აკრიტიკებენ, მას შემდეგ, რაც გამოცემა „Allure“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის მიერ დაწესებული სილამაზის სტანდარტები მიღწევადია.

 

კარდაშიანების ოჯახის წევრების მიერ გამოქვეყნებული ფოტოები ხშირად არარეალურია, ფოტოშოპით დამუშავებული, რაშიც არაერთგზის გამოიჭირეს.

 

ინტერვიუს დროს კიმმა საკუთარ სილამაზეზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას სახეზე მხოლოდ ბოტოქსი აქვს გაკეთებული და სხვა საშუალებისთვის, მათ შორის ფილერისთვის არასდროს მიუმართავს.

 

„ძალიან მინდა, კარგად გამოვიყურებოდე. ეს ამ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების 90%-ზე მეტად მადარდებს. რთულია, როცა დედა ხარ და დღის ბოლოს იღლები ან სასწავლებელში ხარ, მე ამ ყველაფრის კეთება მიწევს. თავის მოვლის პროცედურებს ხშირად გვიან ღამით ვიტარებ. როცა ყველას სძინავს. ეს კი სახის და ტანის დატენიანება და ლაზერული ეპილაციებია“.

 

 

 

 

big_banner
არქივი