logo_geo
„მე ოჯახის კაცი ვარ“ - კიმ კარდაშიანის მეგობარი პიტ დევიდსონი ამბობს, რომ შვილი უნდა და ეს მისი ოცნებაა
- +

14 ივლისი. 2022. 12:20

 

 

ამერიკელმა კომიკოსმა და კიმ კარდაშიანის „ბოიფრენდმა“, პიტ დევიდსონმა ინტერვიუ მისცა კევინ ჰარტს, სადაც განაცხადა, რომ შვილები სურს.

 

„მე ნამდვილად ოჯახის კაცი ვარ. ეს არის ჩემი მიზანი, რომელსაც ჯერ ვერ მივაღწიე. შვილი მინდა. ეს ჩემი ოცნებაა“, - აღიარა მან და აღნიშნა, რომ ეს არის მისი „ძალიან ბანალური სურვილი“. კომიკოსმა განაცხადა, რომ მამობას „სახალისო საქმედ“ თვლის, რაც მას საშუალებას მისცემს, გახდეს უკეთესი ადამიანი.

 

დევიდსონმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იმოქმედა რთულმა ბავშვობამ მის შემოქმედებით გზაზე. შვიდი წლის ასაკში მან დაკარგა მამა, რომელიც მეხანძრე იყო და გარდაიცვალა 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერაქტის დროს. ამის შემდეგ პიტი დეპრესიაში ჩავარდა. „ჩემს მეგობრებს ვეუბნები, რომ სულ ვფიქრობ: „ყველაფერი კარგად რომ ყოფილიყო, კარგი ბავშვობა რომ მქონოდა, ალბათ, სტეიტენ-აილენდში მშენებელად ვიმუშავებდი, ვიქნებოდი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბიჭი, მაგრამ ამ უცნაურმა საშინელებებმა შემაყვარა კომედია".

 

სწორედ კომიკოსობის წყალობით, პიტი შეხვდა კიმ კარდაშიანს. ისინი ერთმანეთს 2021 წლის შემოდგომიდან ხვდებიან. კომიკოსი დიდ დროს უთმობს კიმის შვილებს, რომლებიც კანიე უესტთან ჰყავს. პიტმა ტატუც კი გაიკეთა კიმის და მისი შვილების ინიციალებით.

 

 

big_banner
არქივი