logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ გიორგი კეკელიძეს შეცვლის
- +

12 იანვარი. 2024. 00:08

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია შეც­ვლის. ინ­ფორ­მა­ცია გამ­სა­ხურ­დი­ამ AMBEBI.GE-ს და­უ­დას­ტუ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ შე­თა­ვა­ზე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის­გან შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო.

 

 

- ვა­დას­ტუ­რებ, რომ შე­თა­ვა­ზე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის­გან მი­ვი­ღე. დიახ, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით ასეა, სა­პარ­ლა­მენ­ტო ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მძღვა­ნელს ათა­ვი­სუფ­ლებს და ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

 

 

- თქვენ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა?

 

- ზო­გა­დად ეს ისე­თი სფე­როა, რო­მელ­თა­ნაც ჩემი ცხოვ­რე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ეტაპ­ზე ახ­ლოს ვი­ყა­ვი, ამი­ტო­მაც დი­დად არ გამ­კვირ­ვე­ბია.

 

 

- თან­ხმო­ბა მა­შინ­ვე გა­ნა­ცხა­დეთ?

 

- დიახ.

 

 

- რო­დი­დან აპი­რებთ, ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე საქ­მი­ა­ნო­ბას შე­უდ­გეთ?

 

- ამას გარ­კვე­უ­ლი დრო დას­ჭირ­დე­ბა, არის პრო­ცე­დუ­რუ­ლი სა­კი­თხე­ბი და ასე­ვე დო­კუ­მენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ვა­დე­ბი ალ­ბათ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

 

 

- ბიბ­ლი­ო­თე­კის თა­ნამ­შრომ­ლებს ალ­ბათ ჯერ არ შეხ­ვედ­რი­ხართ...

 

- რო­გორც მკი­თხვე­ლი კი... 1980 წლი­დან ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მკი­თხვე­ლი გახ­ლა­ვართ.

 

 

ცნო­ბის­თვის, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძეს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მოს­თხო­ვა. ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ ფე­ის­ბუქ გვერ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ვად კე­კე­ლი­ძემ გა­ავ­რცე­ლა. მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე , სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2012 წლი­დან იკა­ვებ­და.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი