logo_geo
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან
- +

23 თებერვალი. 2024. 10:07

 

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში, ნიუ-დელიში, „SATTE (South Asia’s Travel & Tourism Exchange) 2024“ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.

 

აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 28  სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.

 

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.

 

საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „SATTE“-ს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია ესწრება. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

 

big_banner
არქივი