logo_geo
ირაკლი კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი გაჩერდება და შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია მომზადდება
- +

24 თებერვალი. 2024. 18:49

 

 

“რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის პროცესი გაჩერდება და ბუნებრივია, შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტაცია მომზადდება”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

კითხვაზე, გაუქმდება თუ არა შეთავაზებები დაახლოებით, იმ 350 ექიმისთვის, რომელთაც კომპენსაციაზე ხელი აქვს მოწერილი, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კონკრეტულად დეტალები შეჯერდება და „უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით“.

 

„რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ამაზე დეტალური საუბარი გვექნება როგორც საავადმყოფოს კოლექტივთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან. დეტალებს უახლოეს დღეებში შევაჯერებთ. მთავარია, საავადმყოფომ სრული დატვირთვით გააგრძელოს მუშაობა. ამისთვის პრობლემები არ უნდა შეიქმნას. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საავადმყოფოს საქმიანობის უწყვეტობა, უახლოეს დღეებში იქნება მიღებული ზომები ერთი მხრივ, ჯანდაცვის სამინისტროსა და მეორე მხრივ, კოლექტივის ჩართულობით“, - განაცხადა კობახიძემ.

 

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე აშენდება ახალი სამედიცინო დაწესებულება, ხოლო საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ განხორციელდება, ვიდრე არ აშენდება ახალი საავადმყოფო.

 

 

big_banner
არქივი