logo_geo
თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია აჯიბადემის (ACIBADEM) უნივერსიტეტს ეწვია
- +

27 თებერვალი. 2024. 12:26

 

 

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია სამედიცინო პროფილის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან, აჯიბადემის (ACIBADEM) უნივერსიტეტს ეწვია.

 

ვიზიტის ფარგლებში რექტორი, სტამბოლში საქართველოს გენერალურ კონსულთან ალექსანდრე ჯიშკარიანთან ერთად, აჯიბადემის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ აჰმეთ შაჰინსა და აკადემიური სფეროს სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე თსუ-სა და აჯიბადენის უნივერსიტეტის შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს, კერძოდ, ისაუბრეს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სხვადასხვა ხანგრძლივობით სტაჟირების ორგანიზების საკითხზე. აღნიშნულთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი ახლო მომავალში გაფორმდება.

 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების თურქულ საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირების შესაძლებლობებზე. გამოცდილების გაზიარების მიზნით, ასევე დაიგეგმა თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლების თურქულ უნივერსიტეტში ვიზიტი.

 

 

big_banner
არქივი