logo_geo
ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა
- +

2 მარტი. 2024. 17:24

ექსპოზიციაზე ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი, რომელთა რეალიზაციით მიღებული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება.

 

 

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა შენაძენის გარეშე, მხოლოდ თანხის გაღებითაც არის შესაძლებელი, რისთვისაც საგამოფენო დარბაზში სპეციალური ყუთია განთავსებული.

 

 

ღონისძიება მე-3 წელია, იმართება და უკვე ტრადიციად იქცა. წელს ნამუშევრები იუსტიციის სამინისტროს 70-ზე მეტმა თანამშრომელმა წარმოადგინა.

 

 

გამოფენა „ხელოვანი იუსტიციელები“ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. მინისტრმა ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას რეფერირების ცენტრის არასრულწლოვანებისათვის და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც აქციაში ჩაერთო.

big_banner
არქივი