logo_geo
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება განიხილა
- +

4 მარტი. 2024. 21:30

იურიდიულ  საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.



პროექტის თანახმად,  თუ 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული დაბადების თარიღი განსხვავდება მისი მფლობელის დაბადების აქტის ჩანაწერში ან/და დაბადების მოწმობაში მითითებული მისივე დაბადების თარიღისაგან, 2024 წლის 1 მაისის შემდეგ ამ პირზე გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ყოველ ახალ მოწმობასა და საქართველოს მოქალაქის ყოველ ახალ პასპორტზე მისი თანხმობით დაიტანება იგივე დაბადების თარიღი, რომელიც 2024 წლის 1 მაისამდე გაცემულ პირადობის დამადასტურებელ აღნიშნულ დოკუმენტშია მითითებული.



კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი და დავით მათიკაშვილი.

 

 

big_banner
არქივი