logo_geo
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა
- +

9 მარტი. 2024. 11:20

 

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის, 6 მილიონ ლარამდე ღირებულების, საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ხელშეკრულებები დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საოპერაციო ხარჯებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

 

ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ კუსიდმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეტ მესუდმა მოაწერეს.

 

„დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის, 6 წლის ვადით, გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლებიც დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციებს საოპერაციო ხარჯებით, ხოლო თანამშრომლებს  სახელფასო დანამატებით უზრუნველყოფს. წლების განმავლობაში, დაცულ ტერიტორიების სააგენტო კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) წარმატებით თანამშრომლობს როგორც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების და თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლების მიმართულებით. შედეგად, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მრავალი წარმატებული ინიციატივა განხორციელდა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის განმავლობაში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ, კავკასიის ბუნების ფონდისგან, 7 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება მიიღო. მხარეებს შორის გაფორმებულია არაერთი საგრანტო ხელშეკრულება, რომლებიც აკმაყოფილებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს საჭიროებებს და ხელს უწყობს დასახული მიზნების სათანადოდ შესრულებას.

 

big_banner
არქივი