logo_geo
იუსტიციის სახლში თვითმომსახურების სივრცე შეიქმნა, რომელიც მომხმარებლისათვის სერვისების მიღების პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს
- +

12 მარტი. 2024. 00:17

სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მათივე განცხადებით, თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში საპილოტე რეჟიმში მოქმედი თვითმომსახურების სივრცე მომხმარებლისათვის სერვისების მიღების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. კერძოდ, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, იუსტიციის სახლის თანამშრომლების მონაწილეობის გარეშე, დამოუკიდებლად მიიღონ სხვადასხვა სერვისი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც კიდევ უფრო სწრაფს და კომფორტულს გახდის მომსახურების პროცესს.

 

 

„საპილოტე პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომხმარებელთა უკუკავშირს, რის შედეგადაც მოხდება თვითმომსახურების სივრცის საბოლოო ფორმირება. თვითმომსახურების სივრციდან სერვისების გაცემის პროცესი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ადგილზე შეაფასა.

 

 

ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით 118 იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს. მიმდინარე წლის ბოლომდე მისი ფილიალები ყველა მუნიციპალიტეტში იქნება წარმოდგენილი; ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ კი, რომელიც მაღალმთიანი და რაიონული ცენტრებისგან მოშორებით მდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი სახლის კართან ემსახურება, საქართველოს ათივე რეგიონს ფარავს“, - აცხადებენ იუსტიციის სამინნისტროში.

big_banner
არქივი