logo_geo
ირაკლი ბურჭულაძე: ფრირაიდის მსოფლიო ტური იყო დიდი აღიარება ქვეყნისთვის - ეს არ არის მხოლოდ სპორტული აქტივობა, კიდევ ერთხელ მოინიშნა საქართველო სამთო-სათხილამურო მიმართულებით
- +

17 მარტი. 2024. 01:27

"ფრირაიდის მსოფლიო ტური იყო დიდი აღიარება ქვეყნისთვის, რომელიც გასულ წელს საფრანგეთში მოვიპოვეთ - 4-წლიანი ვალდებულება, რაც ქვეყანამ აიღო" - ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს" დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, თეთნულდი მისი რთული რელიეფის, უხვი ნალექისა და ბევრი სხვა პარამეტრის გამო შეირჩა.

 

 

„საკმაოდ წარმატებული ჩემპიონატი იყო. დაახლოებით 300 მილიონამდე ადამიანი უყურებს ამ ჩემპიონატს. 50 საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა ამ ჩემპიონატში. ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო გაჩერება იყო ფრირაიდის მსოფლიო ტურის ისტორიაში. ამას ბევრი ფაქტი ადასტურებს. მსოფლიო ტურის დამფუძნებელმა პირად გვერდზე დაწერა საკმაოდ ვრცელი პოსტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო საუკეთესო გაჩერება ისტორიაში. დღემდე არ ჩერდება პოსტები სოციალურ ქსელში. ეს არ არის მხოლოდ სპორტული აქტივობა. კიდევ ერთხელ მოინიშნა საქართველო სამთო-სათხილამურო მიმართულებით“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

big_banner
არქივი