logo_geo
ბერლინის სამოგზაურო მედიაკონფერენციაზე საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
- +

22 მარტი. 2024. 10:05

 

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში, ბერლინში, სამოგზაურო მედიაკონფერენციაში „International Media Marketplace“ (Travel Media Conference) მიიღო მონაწილეობა.

 

კონფერენცია ტურიზმის სფეროთი დაინტერესებულ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს,  ინფლუენსერებსა და ბლოგერებს აერთიანებს.

 

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, 80-მდე შეხვედრა გამართეს ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან და ინფლუენსერებთან.  მოლაპარაკეები შედგა „Cycling Thread/National Geographic“-ის, „Neus Deutschland“-ის, „Ski Guide Austria“-ის, „Frankfurter Rundschau“-ისა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.

 

საერთაშორისო მედიაორგანიზაციები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, საზღვაო და სამთო კურორტებს, დაინტერესდნენ სათავგადასავლო, ღვინისა და კულინარიული ტურიზმით.

 

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოპულარიზაციის მიზნით,  მაღალრეიტინგული მედია საშუალებების, ბლოგერებისა და ინფლუენსერების მონაწილეობით დაიგეგმა პროექტები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვას. 

 

„International Media Marketplace“ წლის განმავლობაში მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იმართება. ბერლინის კონფერენციაზე 180  მედიაკომპანია და  98 საერთაშორისო ბრენდი იყო წარმოდგენილი.

 

big_banner
არქივი