logo_geo
დეკანოზ იოანე ხეცურიანმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები დალოცა
- +

26 მარტი. 2024. 00:49

ბორჯომის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იოანე ხეცურიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს შეხვდა და დალოცა.

 

„ჩვენ ვართ საქართველო, ერთად ამას შევძლებთ. წმ. გიორგის წინამძღოლობით ხვალ თქვენ ახალი ისტორია უნდა დაწეროთ. ქართული ნიჭისა და გენის, სიმტკიცისა და ერთობის, გამარჯვების მოლოდინში სრულიად საქართველო გგულშემატკივრობთ. ერი და ბერი არის გაერთიანებული თქვენს სიყვარულში ვაჟკაცებო….. სიამაყით ფეხზე დავდგებით ხვალ ყველა ერთად და ომახიანად, გულშიჩამწვდომად შემოვძახებთ: ,,ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა"...“, - ნათქვამია პოსტში, რომელიც ბორჯომის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის Facebook-გვერდზე დეკანოზის სახელით გამოქვეყნდა.

 

 

big_banner
არქივი